პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით: როცა სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, მათ შორის, ქვეყნის დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკით განისაზღვრება

„როცა სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის განისაზღვრება, მათ შორის, ქვეყნის დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, Eagle Hills-ის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული „ლელო“ გახდა ამ პროექტის გაშავების მთავარი ნაწილი, რაც გასაგებია, რადგან ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ცვლიან და ამიტომ, პოლიტიკურ მავნებლობაზე არიან გადასულები.

„[Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით], სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში გამოჩნდნენ აქტორები, ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთა შორისაა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს – „ლელო“, ბიზნესმენების პარტია, რომლებიც საუბრობენ, რომ თურმე ინვესტიცია და ბიზნესი საქართველოს განვითარებისთვის ხელისშემშლელი ყოფილა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იციან, რომ ხელისშემშლელი კი არა, პირიქით, [ეკონომიკის] განვითარების ხელშემწყობია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ვერანაირად ვერ ცვლიან, აბსოლუტურ მავნებლობაზე არიან გადასულები. ამიტომაც ვუწოდებთ რადიკალებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელთა შორის „ლელო“ გამორჩეულია. სწორედ „ლელო“ გახდა ამ პროექტის გაშავების ნაწილი. ხოლო, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც [სკეპტიკურად უყურებს ამ პროექტს], ინფორმაციას ზედაპირულად ფლობს“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.