Uncategorized

არჩილ გორდულაძე: გახარია თავისი პარტიის წევრებს პატივს არ სცემს და ეს პარტია იშლება. მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მიღებული დავალება, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა შესრულდეს

იშლება ეს პარტია და თავისი პარტიის წევრებს გახარია, ეს სტიპენდიატი პატივს არ სცემს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, გიორგი გახარია ადამიანებს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებს.

„გახარიელებს რომ ჰკითხოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გახსენებაზე აჟრიალებთ, მაგრამ მათსავე წევრებში იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და [ყოფილი] წევრები. მაგალითად ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც უმაღლეს თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ადეიშვილის მოადგილე იყო. იშლება ეს პარტია და თავისი პარტიის წევრებს გახარია, ეს სტიპენდიატი პატივს არ სცემს. ის ცდილობს, რომ ადამიანები მიიტმასნოს თავისი მიზნების განსახორციელებლად, შედეგ კი ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს. მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მიღებული დავალება, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა შესრულდეს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

გახარიას პარტიის წევრი ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის და საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.