Uncategorized

ბათუმის მასშტაბით უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმის მასშტაბით, უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.

გვიან ღამით, ბათუმის ბულვარში, კაფე-ბარ „ტყუპების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა.

სამუშაოებში ჩართული იყო ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მობილური ჯგუფები.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტის მეპატრონეები არაერთხელ გააფრთხილა ტერიტორიიდან თვითნებურად განთავსებული კონსტრუქციების დროულად გატანის თაობაზე. მიუხედავად გაფრთხილებებისა, მოთხოვნა არ შესრულდა, რის შემდეგაც განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ჯიხურები ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე დასაწყობდა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიიდან არაერთი უსახური კონსტრუქცია და უნებართვო სავაჭრო ჯიხურის გატანა განხორციელდა, რაც ამახინჯებდა ქალაქის იერსახეს და მოქალაქეებს გადაადგილების დროს დისკომფორტს უქმნიდა.

პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად ქალაქის ყველა შესაბამის ლოკაციას მოიცავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.