პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ალეკო ელისაშვილზე- მე მაინც მურტალი „პახმელიის“ ვერსიას ვაწვები

ალეკო ელისაშვილის შემთხვევა პოლიტიკასთან კავშირში არ არის, პირიქით, პოლიტიკის მოკვლასთან არის კავშირში, მაგრამ ხომ გესმით, სიმთვრალე რას არ აკეთებინებს ადამიანს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარის სამი ვერსია აქვს.

„პირველი, ბატონი ალეკო ელისაშვილი დათვრა და გაახსენდა სასამართლოს ცოდვები ქართველი ხალხის წინაშე და ჯიგრულ ქართულ პონტში სასამართლოს დაწვა სცადა. კანცელარიის შენობა რა შუაში იყო, ცოტა არ ვიცი, როგორც ადვოკატის განცხადებებიდან ირკვევა, როგორც ჩანს დღესაც მაგარ „პახმელიაზეა“. მეორე ვერსია – ვინმე ხომ არ აშანტაჟებს და ხომ არ აკეთებინებს ამ სისულელეს, რომ მერე, როგორც დღეს ბატონმა შალვა პაპუაშვილმა გადააბრალა ევროკავშირს, რომ ისინი ტერორისტულ აქტს აწყობდნენ სასამართლოში, ამისთვის გამოიყენოს. ხოლო, მესამე ვერსიაა, რადიკალური ოპოზიციის ნიშა არის ვაკანტური და ამ ნიშის მოსაპოვებლად, მართალია უცნაურ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან. მეოთხე ვერსია არ მაქვს. მე მაინც მურტალი „პახმელიის“ ვერსიას ვაწვები, დანარჩენებზე ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. პოლიტიკასთან ეს არაფერ კავშირში არ არის, პირიქით, პოლიტიკის მოკვლასთან არის კავშირში, მაგრამ ხომ გესმით, სიმთვრალე რას არ აკეთებინებს ადამიანს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც დღეს, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი ნანობს, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ქმედება კი პროტესტის გააზრებული ფორმა იყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.