პოლიტიკა

ყაზახეთმა უკრაინას პროტესტი გამოუცხადა – საგარეო საქმეთა სამინისტრო კასპიის მილსადენის კონსორციუმზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოხატავს

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც პროტესტს გამოხატავს საერთაშორისო „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ ინფრასტრუქტურაზე, ნოვოროსიისკის პორტის წყლებში განხორციელებული განზრახ თავდასხმის გამო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შემთხვევა უკვე აგრესიის მესამე აქტს წარმოადგენს, რომელიც მიმართულია სამოქალაქო დანიშნულების ობიექტის წინააღმდეგ, რომლის ფუნქციონირებაც საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის დაცული.

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, აიბეკ სმადიაროვის განცხადებით, როგორც გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პასუხისმგებელი და საიმედო მონაწილე, ყაზახეთი მუდმივად უჭერს მხარს ენერგომატარებლების სტაბილურობასა და შეუფერხებელ მიწოდებას. 

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „კასპიის მილსადენის კონსორციუმი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ყაზახეთის მხარე მომხდარს განიხილავს, როგორც ქმედებას, რომელიც აზიანებს ყაზახეთის რესპუბლიკისა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. 

ყაზახეთი ელის, რომ უკრაინული მხარე მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ეფექტურ ზომებს მიიღებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.