პოლიტიკა

The Guardian: მადრიდში, კორუფციის ბრალდებით, მთავრობის წინააღმდეგ ათი ათასობით ადამიანი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით შეიკრიბა

მადრიდში ათიათასობით ადამიანი შეუერთდა მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, იმ ფონზე, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ცდილობს, გაუმკლავდეს კორუფციის მთელ რიგ ბრალდებების სერიას, რომელიც მის ოჯახს, პარტიასა და ადმინისტრაციას უკავშირდება, – წერს The Guardian-ი. 

გამოცემის ცნობით, კვირას გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც ესპანეთის კონსერვატიული „სახალხო პარტიის“ (PP) მიერ იყო ორგანიზებული, სახელწოდებით „ეს არის: მაფია თუ დემოკრატია?“. 

აქციის მონაწილეები მხარს უჭერდნენ ოპოზიციური პარტიის მოწოდებებს მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით. 

კერძოდ, მათ პლაკატები ჰქონდათ, რომელზეც ეწერა „გადადგომა“, „ძალაუფლების გამიჯვნა“ და „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა“. 

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნებიც მოითხოვეს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 80 000 ადამიანი მონაწილეობდა. 

სახალხო-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნეზ ფეიხომ, საკანონმდებლო ორგანოს „აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი გაგრძელება დაუშვებელია. მანვე აქციაზე შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ „სანჩიზმი [პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მმართველობა] პოლიტიკური, ეკონომიკური, ინსტიტუციური, სოციალური და მორალური კორუფციაა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებს ადრე თუ გვიან მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება. იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ და ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული საარჩევნო კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სპეციალურად აბულინგებენ იმ ხალხს, ვინც საპატიმროებს ტოვებენ და აღიარებენ ბრალს. ჯერ ხომ ტყუილებში აცხოვრეთ, ცხოვრება დაუნგრიეთ ამ ხალხს, ახლა კიდევ თავისუფლებაზე ყოფნის შანსსაც უკლავთ?

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მარტა კოსი ხან გენერალ ლებედის როლში გვევლინება, რომელიც მზადაა გამოიყენოს მკაცრი ადმინისტრაციული ბერკეტები არასასურველი რეგიონების წინააღმდეგ, ხან მედდა რეტჩედის – უკვდავი კინოშედევრიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.