პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაზე: განათლების რეფორმის კონცეფციაში ხაზგასმულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს. განათლების რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შევა განსახილველად. ეკა სეფაშვილის თქმით, წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის.

მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში განხილვები იქნება პროდუქტიული.

„პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი განათლების რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. აქ ხაზგასმულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს, რათა ჩვენ გვქონდეს განვითარება მომავალში. მომავალ კვირას ჩვენ ვიხილავთ ამ გამოწვევების დაძლევის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელშიც კონკრეტულად დეტალებში იქნება გადაწყვეტილი და დანახული ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ვფიქრობ, განხილვების პროცესი იქნება პროდუქტიული და ძალიან მალე ვიხილავთ უკვე კანონად შედგენილ იმ სიახლეებს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლის – ახალგაზრდების განათლებას და ქვეყნის განვითარებას ნამდვილად მოემსახურება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.