Uncategorized

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერიის გუნდი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას

რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო, რომელიც 4 ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე, გზის საფარის რეაბილიტაცია 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოხდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ მიხეილ ბერუაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„რუსთავის მერიის გუნდი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას. ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება და თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მოთხოვნა იყო, რომ ამ ქუჩებზე რაც შეიძლება სწრაფად დაგვეწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს, როგორც საფეხმავლო ბილიკების მოწყობასა და გარე განათების სისტემის დამატებას, ასევე იმ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, რომელიც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ვმუშაობთ კომპანია GWP-თან ერთად და ვცდილობთ, რომ პროექტი ვადებში და ხარისხიანად დავასრულოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ უბნებში ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები, შიდა ეზოების შესასვლელები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა. ოთხივე ქუჩაზე დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 4 მოსაცდელი.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 5 834 439 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.