პოლიტიკა

საქართველოსკენ მომავალ, მზესუმზირის ზეთით დატვირთულ რუსულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსკენ მომავალ რუსულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა.. საუბარია, შავ ზღვაში მცურავ გემ Midvolga 2-ზე, რომელსაც საქართველოში მზესუმზირას ზეთი უნდა ჩამოეტანა.

ოფიციალური ანკარას განმარტებით, თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 128 კილომეტრის დაშორებით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გემზე 13 პირი იმყოფებოდა, რომელთაგან არცერთის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალური ანკარას თქმით, გემი დამოუკიდებლად გადაადგილებას კვლავ ახერხებს და ის ამჟამად თურქეთის სანაპიროსკენ მიემართება.

ცნობისთვის, ბოლო კვირებში შავ ზღვაში მცურავ რუსულ ტანკერებზე შეტევა უკრაინამ უკვე რამდენჯერმე განახორციელა. მათ შორის, ყველაზე ბოლოს კვირას, როცა ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში შემავალმა გემმა სახელად Virat-მა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. რუსული ომის მანქანისთვის შექმნილი ფლოტის კიდევ ერთ ხომალდ Kairos-ზე შეტევა კი უკრაინამ 29 ნოემბერს მიიტანა. ცნობისთვის, აღნიშნული გემი გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა მოქცეული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.