პოლიტიკა

დმიტრო კულება- ძალიან რთული იქნება რეალობასთან შეგუება. ძალიან რთული პერიოდი გველის, როდესაც მოგვიწევს მწარე სიმართლის აღიარება, თუმცა, ჩვენ წინ ტაქტიკური მარცხი, მაგრამ სტრატეგიული გამარჯვება გველის

უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ფორუმზე „უკრაინის აღდგენა: ხარისხიანი ინსტიტუტები და ეკონომიკური უსაფრთხოება“ განაცხადა, რომ ქვეყანას ტაქტიკური მარცხი ელის და ძალიან რთული იქნება რეალობასთან შეგუება.

მისივე განცხადებით, ვინც ფიქრობს, რომ დაპყრობის შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად დარჩებოდა, ძალიან ცდებიან.

„ძალიან რთული იქნება რეალობასთან შეგუება. წინ ძალიან, ძალიან რთული პერიოდი გველის, როდესაც მოგვიწევს მწარე სიმართლის აღიარება. სიმართლის, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ინსტაგრამზე ან ტელეგრამზე ხალისიანი პოსტები ან რაიმე ლოზუნგები. როდესაც ამ სიმართლეს ვაღიარებთ, ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ ჩვენ შევძლებთ მომავლის აშენებას. რადგან სანამ ამ ჭეშმარიტებას არ ვაღიარებთ, თქვენ და მე არ გვექნება ნორმალური მომავლის აშენების შესაძლებლობა. რეალობის უარყოფა კი მხოლოდ ხელს შეგვიშლის. ჩვენ წინ ტაქტიკური მარცხი, მაგრამ სტრატეგიული გამარჯვება გველის. ტაქტიკური, რადგან ამ მომენტში ეს უსიამოვნო იქნება. მაგრამ გავიხსენოთ, რით დაიწყო ეს შემოტევა – ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, როგორც ერის განადგურების სურვილით. თუ გჯერათ, რომ ჩვენი დაპყრობის შემთხვევაში ყველაფერი ისევ ისე დარჩებოდა, რადგან ისინი ცივილიზებული ადამიანები არიან, სამწუხაროდ, ღრმად ცდებით“-განაცხადა კულებამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.