პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ელისაშვილის ეს ქმედება პირდაპირ ასახავს გლობალური ომის პარტიის ზრახვებს საქართველოში

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის გადაწვის მცდელობას მედიასთან ეხმიანება. „ან თვითონ მოიგონა, ან უცხოელმა დამკვეთებმა უთხრეს, რომ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეიცვლებოდა საქართველოში, და სწორედ ამიტომ გაბედა ასეთი უმსგავსობის ჩადენა. აშკარად ელოდა რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებს – მაღალი თანამდებობის, გავლენების ან მსგავსის მიღებას“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ალეკო ელისაშვილმა არ იცოდა ქართველი ხალხის დამოკიდებულება, რადგან ის მხოლოდ უცხოური ძალის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა.

დეპუტატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სწორედ უცხოურმა ძალებმა დააჯერეს და უბიძგეს ოპოზიციონერს ამ დანაშაულის, ჩადენა რაიმე პოლიტიკური დივიდენდის ან თანხის სანაცვლოდ.

“ალეკო ელისაშვილი არ არის ისეთი სულელი, რომ ვერ აცნობიერებდეს, რა გააკეთა. ძალიან კარგადაც აცნობიერებს და, როგორც ჩანს, მას დააჯერეს გლობალური ომის პარტიიდან, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია – ალეკო ელისაშვილს უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა, რა ხდება საქართველოში; არ იცნობს ქართველი მოსახლეობის და საზოგადოების რეალურ განწყობებს. ესეც გასაგებია, რადგან ერთადერთი, ვისთანაც საერთოდ საუბრობს, უცხოელი დამკვეთებია, და შესაბამისად არც იცის, რას ფიქრობს ხალხი. როგორც ჩანს, ან თვითონ მოიგონა, ან უცხოელმა დამკვეთებმა უთხრეს, რომ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეიცვლებოდა საქართველოში, და სწორედ ამიტომ გაბედა ასეთი უმსგავსობის ჩადენა. აშკარად ელოდა რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებს – მაღალი თანამდებობის, გავლენების ან მსგავსის მიღებას. მას ნამდვილად სჯეროდა, რომ საქართველოში ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა შეიძლებოდა, და როგორც ჩანს, მას ეს დააჯერეს. მის ამ „დაჯერებას“ წინ უძღოდა არა მხოლოდ გლობალური ომის პარტიის რაღაც დაპირებები (ან შესაძლოა ფულიც გადაუხადეს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ასეთ უგუნურ საქციელს საფუძველი ჰქონოდა), არამედ ევროკავშირის და სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების მიერ წახალისებული ძალადობები.

ყველაფერ ამას ის განგრძობითად ხედავდა, და ბუნებრივია, კიდევ უფრო უმტკიცდებოდა რწმენა, რომ მის ამ ქმედებას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვებოდა. გავიხსენოთ ნიკა მელიას დაჭერის საქმე და სხვა შემთხვევები – როგორი ისტერია ჰქონდა კოლექტიურ, გლობალური ომის პარტიით მართულ დასავლეთს (მთელ დასავლეთს ერთი წყალი რომ არ გადავასხათ, გავმიჯნოთ). სწორედ ამიტომ, ელისაშვილის ეს ქმედება პირდაპირ ასახავს გლობალური ომის პარტიის ზრახვებს საქართველოში. ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებული, რომ მიზანს მიაღწევენ. მაგრამ ერთი ავიწყდებათ – ქართველი ხალხი, რომელიც საბოლოოდ წყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ მიიღებს მათ მხარდაჭერას,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.