Uncategorized

კაია კალასი: უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, სომხეთის თანხვედრა ამჟამად 37 პროცენტია – რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რთულია, მაგრამ ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც ვითხოვთ

მსოფლიო წესრიგი აშკარად იცვლება და სწორედ ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, თქვენთან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კაია კალასმა აღნიშნა, ამჟამად სომხეთის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 37 პროცენტია.

მისივე თქმით, მართალია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რთულია, თუმცა, ევროკავშირი მის დაწესებას პარტნიორი ქვეყნებისგანაც ითხოვს იმ მიზნით, რომ ომი მალე დასრულდეს.

“ამჟამად სომხეთის შესაბამისობა 37 პროცენტია. ასე რომ, დიახ, სანქციები, რომლებიც რუსეთს დავუწესეთ, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც ვითხოვთ, რადგან ყველას გვინდა, რომ [რუსეთ-უკრაინის] ომი დასრულდეს. ვფიქრობ, ამ ომის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე დიდია, ამიტომაც დავაწესეთ სანქციები – ამ ომის დასასრულებლად. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იყვნენ; სწორედ ამიტომ ვთავაზობთ სავაჭრო პორტფელების დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს, რათა რეალურად არ იყოთ დამოკიდებული რუსეთზე. ეს ომი რომ დასრულდეს, სწორედ ამიტომ გვაქვს სანქციები დაწესებული და თუ ყველა შეუერთდება სანქციებს და არ მოხდება გვერდის ავლა, მაშინ ევროკავშირი თავის პარტნიორებს წაართმევს ომის დაფინანსების შესაძლებლობას და ომი უფრო მალე დასრულდება.” – განაცხადა კაია კალასმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.