პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ბიძინა ივანიშვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე კომენტარს აკეთებს. დეპუტატი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას, „ემუქრება თუ არა საფრანგეთის მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილს საფრთხე“ პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი „საფრთხე არ ემუქრება“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს.

„[ბიძინა ივანიშვილს] არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და ის ყველაფერს აკეთებს საქართველოსთვის. შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთის მოქალაქეობა, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლება თეორიულად რაღაც დაემუქროს, საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს“- აცხადებს შარმანაშვილი. ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე: კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროპაგანდის, ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლისა და კოლექტიური „ნაცების“ თავდასხმების დროს მარტო არ დარჩებიან. მათ გვერდით დგას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფაქტებს, სამართალს და უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივს სცემს

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა”

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.