საზოგადოება

კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო კვლევა უფულობის გამო არ ჩაუტარებია

პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომლის კვლევაც საფუძვლად დაედო BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ფილმს, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა იმ კონკრეტულ მიზეზზე, თუ რატომ ვერ ჩაატარა სამედიცინო კვლევა.

ჩახუნაშვილის განცხადებით, მას სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად და ნიმუშების ასაღებად ფული არ ჰქონდა.

„ზოგიერთი კვლევა იყო საერთოდ ინვაზიური, რომ სასუნთქი სისტემიდან შეიძლება აგეღო [ნიმუში], რომ მერე იქ რამდენად ჩაჯდა კრისტალები და დააზიანა ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ როდესაც გვეკითხებოდნენ ჩვენი კოლეგები ეს რატომ არ ქენით, ჩვენ ვეუბნებოდით რომ ფული არ გვქონდა.“- განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმიტომ ხომ ვერ ჩაატარეს კვლევა, რომ ის მოხალისეობრივი და ძვირი იყო, ჩახუნაშვილმა უპასუხა, რომ მას საერთოდ არ უფიქრია, რომ უსულო საგნებიდან შეეძლო ნიმუშის აღება.

„მე აქამდე საერთოდ არც მიფიქრია, რომ უსულო საგნებიდან უნდა ამეღო [ნიმუში]. დღეს დილით, რომ წავიკითხე ჩემს თავზეც გავბრაზდი, რომ არ მომაფიქრდა“,- განაცხადა ჩახუნაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.