საზოგადოება

ლევან რატიანი BBC-ის სტატიაზე- სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. ეს არის მორალი და რეგულირება. ამ მიმოხილვას მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია

ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით- განაცხადა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, რომ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ლევან რატიანის შეფასებით სტატია საექიმო საქმიანობის პრინციპებს არღვევს და ამბობს, რომ ამის შესახებ ყველა ექიმმა „ხმა უნდა ამოიღოს“.

„ამდენი წელია მედიცინაში ვარ და არა ერთი სტატია წამიკითხავს და არა ერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. ეს ნონსენსია მედიცინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული. სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. პირველი, ეს არის მორალი და მეორე ეს არის რეგულირება. ამ მიმოხილვას, რაც გინდათ ის დაარქვით, მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას და ასე შემდეგ, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია. ჩემს სახელმწიფოში როცა ეს ხდება, ალბათ ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს ამის შესახებ“-განაცხადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მცდელობას – ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.