უცხოური მედია

აშშ ეუთოს დატოვებით იმუქრება, თუ ორგანიზაცია რეფორმებს არ გაატარებს

შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს ეუთოს ულტიმატუმი წაუყენა: რეფირმების გატარებ ან ორგანიზაციიდან ამერიკის შესაძლო გასვლა. ამის შესახებ ონლაინ პლატფორმა Security and Human Rights Monitor იტყობინება.

ვენაში გამართულ ეუთოს მინისტერიალის შეხვედრაზე ერთ-ერთმა ბოლო მომხსენებელმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს უფროსმა თანამდებობის პირმა, ბრენდან ჰანრაჰანმა განაცხადა:

„შეერთებული შტატები კვლავ ჩართულია ეუთოს საქმიანობაში, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ სათანადო რეფორმირების შემთხვევაში, ამ ორგანიზაციას კვლავ შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. თუმცა, რეფორმა აუცილებელია როგორც ეუთოს მიერ ევროპაში უსაფრთხოების ხელშეწყობის მისიის შესრულების, ასევე აშშ-ის მონაწილეობისა და ჩართულობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად“.

ჰანრაჰანმა განაცხადა, რომ ეუთო „წლების განმავლობაში უმოქმედოა“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილება რეალური უნდა იყოს,. „მინდა ნათლად განვაცხადო: ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. არანაირი სიმბოლური ჟესტები ან რიტორიკული ვალდებულებები. რეალური, სერიოზული ცვლილებები.

“ ჰანრაჰანმა სამი კონკრეტული პირობა წამოაყენა. პირველი: ბიუჯეტის შემცირება. აშშ „2026 წლის დეკემბრისთვის ყოველწლიურ ბიუჯეტში მინიმუმ 15 მილიონი ევროს შემცირებას ელის.“ რესურსები „უნდა დაიხარჯოს არა კონფერენციების მასპინძლობაზე ან ანგარიშების წერაზე, არამედ სტაბილურობისა და მშვიდობის მხარდამჭერ მისიებზე.“ მეორე: ძირეული ცვლილებები. ეუთომ უნდა შეწყვიტოს „ეროვნული სოციალური პოლიტიკის კარნახი“ და „შეწყვიტოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად მიჩნევა. მონიტორინგის მნიშვნელოვანი სამუშაო, იქნება ეს საზღვრები, თუ არჩევნები, შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ ჩართული სახელმწიფოების სრული თანამშრომლობით“, – თქვა მან.

მესამე: რუსეთის ჩართვა. ეუთომ „უნდა შეწყვიტოს იმ აქტორებისთვის გვერდის ავლა, რომელთა ყოფნაც აუცილებელია მშვიდობისთვის“, – თქვა მან და დასძინა, რომ „რუსეთის მონაწილეობით კონფლიქტის მართვა მხოლოდ რუსეთთან ჩართულობით არის შესაძლებელი“.

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ეუთო „შეასრულოს თავისი ძირითადი მისია“, რომელიც განსხვავებული ხედვების მქონე სახელმწიფოების მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებას გულისხმობს – ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის, სასაზღვრო უსაფრთხოების, ტერორიზმისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების მოგვარებას და საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფაში დახმარებას. ჰანრაჰანმა დაასკვნა: „თუ ეუთო გააგრძელებს ამჟამინდელ გზას, აშშ გააგრძელებს ჩვენი მონაწილეობისა და მხარდაჭერის შეფასებას“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.