პოლიტიკა

გია აბაშიძე: ამერიკის FARA-ს კანონმა კვლავ აჩვენა, რომ “ნაცმოძრაობის” ე.წ. მხარდაჭერა დასავლეთის ცალკეულ მედიასაშუალებებში და პოლიტიკოსებში, ნაყიდია საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ „ნაცმოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, PR-კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საგულისხმოა ლობისტების მიერ განხორციელებული შეხვედრები მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ სტატიებს „მეგობარი აქტის“ შესახებ და თემის ხელოვნურად წამოწევას უწყობდნენ ხელს.

“ამერიკის FARA-ს კანონმა კვლავ აჩვენა, რომ “ნაცმოძრაობის” ე.წ.მხარდაჭერა დასავლეთის ცალკეულ მედიასაშუალებებში და პოლიტიკოსებში, ნაყიდია საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. ეს რაც ლობისტური ოფიციალური დოკუმენტებიდან ჩანს. უცნობია ჩრდილოვნად თუ რა ფინანსურ-მატერიალური სარგებელი მიიღეს კოლექტიური “ნაცებისგან” ჯო უილსონის მსგავსმა ნამუსგარეცხილმა პერსონაჟებმა. და მაინც, რა ტყუილად ხარჯავენ კოლოსალურ რესურსებს უსამშობლო ელემენტები, რადგან მათ არც პოლიტიკური მომავალი აქვთ და ზოგიერთ მათ ლიდერს გისოსებიანი სივრცეები ელოდება. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ „ნაცმოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, PR-კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე.

საგულისხმოა ლობისტების მიერ განხორციელებული შეხვედრები მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ სტატიებს „მეგობარი აქტის“ შესახებ და თემის ხელოვნურად წამოწევას უწყობდნენ ხელს. მედიასაშუალებებს შორის არიან, Washington Examiner, Reuters, Newsmax, The Hill და სხვები, რომლებიც აქვეყნებენ კრიტიკულ სტატიებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. აღნიშნული იწვევს ეჭვს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიური ნივთიერება, კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მედია საშუალებები (Washington Examiner, The Hill) აკეთებენ აქცენტს ბიბისის სიუჟეტში გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებზე საქართველოს მთავრობის მიმართ. დოკუმენტებით ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისთან, ასევე კომუნიკაცია ფიქსირდება ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც.”- წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.