პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს პეკინს ტარიფების დაწესებით დაემუქრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს ის პეკინს ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გაზეთთან, Les Echos-სთანინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ცნობით, მაკრონი ჩინეთს ტარიფებს იმ შემთხვევაში დაუწესებს, თუ პეკინი ქვეყნის ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად საჭირო ზომებს არ მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გაეძლიერებინა თანამშრომლობა „არამდგრად“ გლობალურ სავაჭრო დისბალანსზე, გეოპოლიტიკასა და გარემოზე.

„მე ვუთხარი მათ, რომ თუ ისინი რეაგირებას არ მოახდენენ, ჩვენ, ევროპელები, იძულებულნი ვიქნებით, უახლოეს თვეებში მკაცრი ზომები მივიღოთ, შეერთებული შტატების მაგალითის მიბაძვით, როგორიცაა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება“, – თქვა მაკრონმა Les Echos-თან ინტერვიუში.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ის ჩინეთის მიმართ უფრო შემრიგებლურ პოლიტიკას უჭერს მხარს, როგორიცაა ევროპიდან ნახევარგამტარული აღჭურვილობის ექსპორტსა და ჩინეთიდან იშვიათი მინერალების ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა. მაკრონმა ასევე მოუწოდა ჩინურ კომპანიებს, ინვესტიციები ჩადონ ევროპაში და „შექმნან ღირებულება და შესაძლებლობები ევროპისთვის“. როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის საქონლით ვაჭრობის დეფიციტი ჩინეთთან 2019 წლიდან თითქმის 60 პროცენტით გაიზარდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.