პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი- ევროკავშირი გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს. ამისთვის, უნდა გამოვიდეთ ევროილუზიიდან და დავიწყოთ მუშაობა ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებაზე. გამოქვეყნებული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ღია მოწოდებაა ამ ნაბიჯისკენ

სქემა, რომელმაც მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია დეტალურად განმარტა მთელი მსოფლიოს წინაშე აშშ-ის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ლოურენს უილკერსონმა. მან ისაუბრა იმის შესახებ, როგორ იქმნებოდა აგენტურული ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, რომლის მეშვეობითაც სპეცსამსახურები ზეგავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე- წერს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, ძველი პროგრამით მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს ევროკავშირი, თუმცა, „საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია თავად დავუსვათ ამ ყველაფერს წერტილი“.

„ბუმბულგაცვენილ თუთიყუშზე, ცუდ სიზმრებზე, ერთი წლის შემდეგ დაწყებულ თვალების წვაზე, გაბუტულ შინაურ ცხოველზე, ქურთუკზე მიმწვარ ხელებსა და ათას სხვა სიგიჟეზე უბრალოდ გაგვეცინებოდა, რომ არ ვხედავდეთ რა ძალები აკომენტირებენ ამ აბსურდს და რამხელა მასშტაბის მორიგი ოპერაციაა დაგეგმილი საქართველოს წინააღმდეგ. ევროკავშირის ბიუროკრატია, ჰელსინკის კომისია, ბრიტანეთის პარლამენტი, ეუთოს მინისტერიალი, საფრანგეთის სენატი… კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ ყველანი ერთ ხმაში. მიშა ლპება/კვდება, კანონი რუსულია, საქართველო სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს, დემოკრატიის უკუსვლა, ბიულეტენმა გაჟონა, ქიმიური იარაღი… ისმის ლონდონიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან. ეს ცხადყოფს, რომ მთელი პროცესი წლების განმავლობაში ერთი ცენტრიდან იმართებოდა და დღემდე იმართება.

სქემა, რომელმაც ეს მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია დეტალურად განმარტა მთელი მსოფლიოს წინაშე აშშ-ის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ლოურენს უილკერსონმა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა აგენტურული ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, რომლის მეშვეობითაც სპეცსამსახურები ზეგავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე. და რატომ ალაპარაკდა ახლა სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი უილკერსონი? იმიტომ, რომ ყველაფერი ისედაც ხელის გულზეა, გაიშიფრა, გაცვდა, აღარ მუშაობს და უკვე დაშვებულია ამ მეთოდებზე საჯაროდ საუბარი, რადგან მიიღეს გადაწყვეტილება ჩამოწერონ აღნიშნული სქემა იმიტომ, რომ სასურველი შედეგი ვეღარ დგება და მხოლოდ თუთიყუშებში ბუმბულცვენას იწვევს. BBC-ის ფეიკ-სიუჟეტი და მასზე აგებული კამპანია, აწ უკვე სანაგვეზე მოსასროლად გამზადებული სისტემის კუდის მოქნევაა. დიდი ალბათობით, გარკვეული პერიოდი ინერციით კიდევ გაგრძელდება მსგავსი ქმედებები, რადგან ძველი პროგრამით მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს ევროკავშირი. მაგრამ საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია თავად დავუსვათ ამ ყველაფერს წერტილი, შეგვიძლია გამოვაცალოთ დღემდე შენარჩუნებული ბერკეტები – ამისათვის უნდა გამოვიდეთ ევროილუზიიდან და სასწრაფოდ დავიწყოთ მუშაობა ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებაზე. ღღეს გამოქვეყნებული, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის ღია მოწოდება ამ ნაბიჯისკენ. აღნიშნული დოკუმენტი შეგვიძლია დავინახოთ, როგორც შემოძახილი ევროილუზიიდან გამოფხიზლებისათვის. უდიდესი მასშტაბის ცვლილებების მომსწრენი გავხდით და ჩვენ არ უნდა დავრჩეთ იმის ნაწილად, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა“-წერს შაქარიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.