პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული,- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში. სამხარაძე იხსენებს, ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით მოწყობილ აქციებს, როდესაც სწორედ იგივე შედეგი მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 000 მომიტინგედან მეორე აქციაზე მხოლოდ 800 ადამიანი მივიდა.

სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მარტივად ვეღარ მოატყუებს, შესაბამისად, შეიმუშავეს ახალი მოწოდება „გაერთიანება“.

„ საქართველოს ვერ დააჩოქებთ ვერ გატეხავთ ქართველ ხალხს და ვერაფერსაც ვერ გვავნებთ გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული. მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპისთვის ჩავთვალოთ, რომ ასე იყო! გახსოვთ ალბათ ნაცური აქციები, მოტყუებული რომ იგებდა სიმართლეს, ემიჯნებოდა და 2 % რჩებოდა მათთან! ისე ადრე, იმ პირველი აქციის ორგანიზატორებსაც დაემართათ იგივე, რაც ნაცებს! ჰომოსექსუალების კვირეული ხომ გახსოვთ? უამრავი მოქალაქე ავიდა მაშინ ლისზე, მინიმუმ 20 000 მომიტინგე, როდესაც ვიღაცეებს თავში აუვარდათ და ეს ხალხი მათი მიყვანილი ეგონათ, დაივიწყეს გეები და რუსთაველზე მიიპატიჟეს მომიტინგეები ქართული ოცნების ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცის მოსაწყობად! მადა გაეხსნათ და რა მიიღეს? 20 000- დან 800(რვაასი) კაცი გაყვა! აქციებს რომ დავუბრუნდეთ, მიხვდნენ რომ საქართველოს მოსახლეობას ასე ადვილად უკვე ვეღარ მოატყუებენ, ვერც ნაყიდი და ვერც გასაყიდად მომზადებული ვითომ ჩვენი ქვეყნის დამცველები და ახლა ახალი დავალებაც მიიღეს! გაერთიანდითო! გაერთიანდებიან ნაცურებიც, აკაცუკებიც და ის 800 კაცუნაც, რომლებიც ვითომ ჰომოსექსუალისტებს ებრძოდნენ და რეალურად პოლიტიკური პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულები!

P.S. ნეტავ “ანიტა” რამ გამახსენა?“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.