პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ALDE, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, რომლებიც იყვნენ ALDE-ს წევრები, მათ წაახალისეს, შეუქმნეს განცდა, განწყობა და შემართება, რომ ეს ჩაედინა ალეკო ელისაშვილს

ALDE, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, რომლებიც იყვნენ მათ შორის ALDE-ს წევრები, მათ წაახალისეს, მათ შეუქმნეს განცდა, განწყობა და შემართება, რომ ეს ჩაედინა ალეკო ელისაშვილს,- ასე ეხმიანება დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტს, რომელშიც საუბარია პარტიებზე, რომლებიც ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ტერორიზმს არ ემიჯნებიან.

ირაკლი ზარქუას განცახდებით, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე სხვა ქმედებებიც, მათ შორის პარალმენტის შენობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, სწორედ უცხოელი აქტორების მიერაა წახალისებული.

„არა მხოლოდ მას, დანარჩენებსაც, ის ახალგაზრდები, ცეცხლს რომ უკიდებდნენ პარლამენტის შენობას, თქვენ გგონიათ თავისით მოაფიქრდათ? – არა, არ მოაფქირდათ. წახალისებული იყო. ადგილობრივი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების მხირდან. ჩვენ ვისმენთ, მათ შორის ამერიკელი მაღალჩინოსნისგან, თუ როგორ მოქმედებდნენ. მთელი ამ წლების განმავლობაში ამერიკელები, მათ შორის ბრიტანელები, ვაფინანსებდით „ენჯეოშნიკებსო“, შემდეგ ქირაობდნენ ახალგაზრდებს, შემდეგ ჩვენ მათი ხელით გადატრიალებებს ვაწყობდითო. იმას რაც გვინდოდა ექსპერიმენტს ვაკეთებდითო. იგივე სცენარი იყო საქართველოშიც, უკრაინა, ხომ ნახეთ ბოლომდე დაღუპეს, 2014 წლიდან ჩვენი მარიონეტი იყოო ამბობდნენ ბატონ ზელენსკიზე. ჩვენ ვამბობდით, ის დასაჭერია და უკრაინელი ხალხი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა მიეცემა ამის შესაძლებლობა, თუ რა გაუკეთა მის ქვეყანას. მაგრამ ეს სხვა თემაა, ჩვენ აქ ჩვენი გიჟები რომ იყვნენ წახალისებულნი, ადგილობრივი, ეს ჩაადენინეს, რომელიმე გაემიჯნა? მათ შორის რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი აქ რომ მიტინგებს გვიწყობდნენ, გამოვიდნენ და თქვეს რამე? როცა ცეცხლი წაუკიდეს, ღობე შეუმტვრიეს 4 ოქტომბერს, ვინმე გაემიჯნა? – არა, ვერ გაემიჯნებიან, იმიტომ რომ მათ მიერ იყო წახალისებული ეს ე.წ რევოლუციური სცენარი. ბუნებრივია, არც ველოდებით, უბრალოდ კიდევ ერთი მცდელობა გვაქვს, რომ ნიღაბი ჩამოვსხნათ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.