პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მარტა კოსის მიზანია ის, რა მიზანიც მათ ჰქონდათ 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა ქცეულიყო მარიონეტად, ჩვენი სახელმწიფო გამოეყენებინათ „პროქსი“ სახელმწიფოდ

მარტა კოსის მიზანია ის, რა მიზანიც მათ ჰქონდათ 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა ქცეულიყო მარიონეტად, ჩვენი სახელმწიფო გამოეყენებინათ „პროქსი“ სახელმწიფოდ და ჩაერთოთ იმ დამღუპველ ომში, რაშიცაა ჩართული უკრაინა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

იგი ევროკომისარ კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოში „ენჯეოების“ დასაფინანსებლად გზებს ეძებენ.

კირცხალიას თქმით, ზემოთ აღნიშნულის შემთხვევაში, საქართველო მხოლოდ „სტატისტიკურ მონაცემებად“ იქცეოდა და მარტა კოსი და მისი კოლეგები შეშფოთებული სახით ისაუბრებდნენ მომხდარზე. „ეს მიდგომები მათ პირდაპირ გამოავლინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – დასძინა კირცხალიამ. 

რაც შეეხება „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე აშშ-ის პოზიციას, მისივე განმარტებით, დონლდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და კურსი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. 

„დარწმუნებული ვარ, გაეცანით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ წარმოადგინა, რომ მინიმალური ჩარევაა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტში. რა თქმა უნდა, ეს იქნება აცდენილი დღევანდელ ბრიუსელთან და იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც პირდაპირ იმართება არაფორომალური მმართველებით, რომელსაც ე.წ. დიფ სთეითი შეარქვეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აცდენას ვხედავთ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.