პოლიტიკა

სოზარ სუბარი: გაიზარდა კონტროლი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად გადააზღვიოს კორუფციის რისკები და ეს სწორი პოლიტიკაა, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ

„თითოეული დაგვიანებული ნებართვა და დაგვიანებული პროექტი კი, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ კომპანიას უქმნის პრობლემას, ასევე ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ნაკლები გადასახადი გადასახადი, ადამიანებს უმცირდებათ შემოსავალი, რის გამოც ამცირებენ ხარჯვას და, საბოლოოდ, თუ ვითარება დროზე არ გამოსწორდბა, შეიძლება ძალიან საშიშ სპირალში შევიდეთ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც აღმოჩნდა ქვეყანა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლა ახალ, პრიორიტეტულ საფეხურზე აიყვანა. დეპუტატის თქმით, კარგია, რომ მთავრობა კორუფციის რისკებს აზღვევს, მაგრამ ამის გამო არ უნდა შეექმნას პრობლემა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ან კერძო ბიზნესის ფუნქციონირებას.

„რამდენიმე სიტყვით შევეხები ზოგადად ბიუჯეტის პარამეტრებს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია, კერძოდ: 10%-ს მიახლოებული ეკონომიკური ზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, წელსაც ველოდებით წინასწარ დაგეგმილზე უფრო მაღალ – 7%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას, რასაც, ბუნებრივია, ბიუჯეტის ზრდაც მოსდევს. ამის შედეგია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიარდი ლარით იზრდება, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ჯერ არც მდიდარი ქვეყანა ვართ და ვერც საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გავდივართ. ამიტომ, ცხადია, ეს ბიუჯეტი ყველა ჩვენს სურვილს ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა, არის პრიორიტეტები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. თუმცა, სანამ მომავალი წლის პრიორიტეტებზე გადავალ, უნდა ვისაუბრო იმ პრობლემაზე, რაც გაჩნდა წლევანდელი ბიუჯეტის ათვისებაში. წელს თითქმის მილიარდნახევარი ლარი (თუ სწორად მახსოვს) ვერ იქნა ათვისებული. კარგად მესმის ამის მიზეზი – გაიზარდა კონტროლი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად გადააზღვიოს კორუფციის რისკები და ეს სწორი პოლიტიკაა, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ.

გაძლიერებული კონტროლისა და გაზრდილი ბიუროკრატიის გამო გაჩერდა ან შენელდა არაერთი დიდი თუ მცირე პროექტის განხორციელება, გვიანდება გარკვეულ პროექტებზე ნებართვების გაცემა, ზოგჯერ თვეობითაც კი, რის გამოც კომპანიები მძიმე ზარალს განიცდიან. ამასობაში, ეს კომპანიები ხელფასს უხდიან თანამშრომლებს, რომლებიც რეალურად არ მუშაობენ, მაგრამ ბიზნესი ცდილობს, შეინარჩუნოს ისინი; კომპანიები უხდიან ბანკებს აღებული ვალის პროცენტებს, თუმცა კი საქმეს ვერ აკეთებენ და საბოლოოდ, მათ ვალი მკვეთრად უძვირდებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, კორუფციის საფრთხე, რასაც კონტროლის ნაკლებობა იწვევდა, ახლა ჩაანაცვლა სხვადასხვა დონის ბიუროკრტების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების შიშმა, რადგან ყველას ეშინია, რომ ხვალ შეიძლება ვინმე მოედავოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ამის გამო ბევრი კომპანია ან გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ან მკვეთრად ამცირებს თავის საქმიანობას. თითოეული დაგვიანებული ნებართვა და დაგვიანებული პროექტი კი, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ კომპანიას უქმნის პრობლემას, ასევე ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ნაკლები გადასახადი გადასახადი, ადამიანებს უმცირდებათ შემოსავალი, რის გამოც ამცირებენ ხარჯვას და, საბოლოოდ, თუ ვითარება დროზე არ გამოსწორდბა, შეიძლება ძალიან საშიშ სპირალში შევიდეთ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.