უცხოური მედია

Politico: ევროკავშირის წევრი იტალია ბელგიის პოზიციას იზიარებს და რუსეთის გაყინული აქტივების გეგმას ეწინააღმდეგება

იტალია და ბელგია ერთიანდებიან იმისთვის, რათა ევროკომისიაზე ზეწოლა მოახდინონ, რომ უკრაინის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმები შესთავაზონ – ამის შესახებ გამოცემა “პოლიტიკო” წერს.

გამოცემის ცნობით, იტალია აქტიურად უჭერს მხარს ბელგიას და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეგმას, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივებიდან €210 მილიარდის გადაცემას ითვალისწინებს.

“რომის ჩარევა ევროკავშირის ლიდერების გადამწყვეტი შეხვედრის წინ ძირს უთხრის ევროკომისიის იმედებს ამ გეგმის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ დასრულებაზე”, – წერს “პოლიტიკო”.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბელგიის მთავრობა იმის შიშით ყოყმანობს, რომ მას მთელი თანხის გადახდა მოუწევს, თუ რუსეთი ფულს უკან დაიბრუნებს.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიამ დიპლომატიური დინამიკა შეარყია ბელგიასთან, მალტასთან და ბულგარეთთან ერთად დოკუმენტის შემუშავებით, რომლითაც ევროკომისიას მოუწოდებს, შეისწავლოს ალტერნატიული ვარიანტები რუსული აქტივების გამოყენების ნაცვლად, რათა უკრაინა მომდევნო წლებში ფინანსურად გადარჩეს.

ოთხმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი “მიმართავენ კომისიას და საბჭოს, განაგრძონ ალტერნატიული ვარიანტების ძიება და განხილვა ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პროგნოზირებადი პარამეტრებით, რომლებიც მნიშვნელოვნად ნაკლებ რისკებს შეიცავს”. ასევე, ეს ოთხი ქვეყანა “გეგმა ბ”-ზე საუბრობს, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის დონეზე ერთობლივი სესხის გამოშვებას უკრაინის დასაფინანსებლად მომავალი წლების განმავლობაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.