პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დამეთანხმებით, “რუსული რეჟიმის” და რამზან კადიროვის “პირადი მეგობრების” პოზიციიდან მოქმედი ხელისუფლება ძალზედ “არალოგიკურად” იქცევა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება რამზან კადიროვის განცხადებას „სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერ კიდევ არ სურთ საქართველოზე გამავალი გზა“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში პერიოდულად წინ წამოიწევა ხოლმე საქართველომდე სახმელეთო გზის მშენებლობის საკითხი, ის მაინც საუბრის დონეზე რჩება და წინ არ მიდის.

„სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერ კიდევ არ სურთ საქართველოზე გამავალი გზა“, – განაცხადა რამზან კადიროვმა. ჩეჩნეთის ლიდერმა ეს განცხადება 14 დეკემბერს პირდაპირ ეთერში გააკეთა, როდესაც უპასუხა კითხვას “იტუმ-კალე (ჩეჩნეთი) – შატილის (საქართველო)” ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩეჩნეთში პერიოდულად დგება საქართველომდე სახმელეთო გზის მშენებლობის საკითხი, მაგრამ საუბრის მიღმა წინ არაფერი მიდის. “იტუმ-კალე-შატილის” ავტომაგისტრალის მშენებლობა იგეგმებოდა არგუნის ხეობის ზემო ნაწილის გასწვრივ, იტუმ-კალეს რეგიონული ცენტრიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე. მშენებლობა 1997 წელს დაიწყო, მაგრამ სამუშაოები ორი წლის შემდეგ საქართველოს პოზიციის გამო შეჩერდა. 2022 წლის მარტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისს არასდროს განუხილავს და არც განიხილავს ჩეჩნეთთან ავტომაგისტრალით დაკავშირების საკითხი. დამეთანხმებით, “რუსული რეჟიმის” და რამზან კადიროვის “პირადი მეგობრების” პოზიციიდან მოქმედი ხელისუფლება ძალზედ “არალოგიკურად” იქცევა. აკაცუკების ცენტრალური პროცესორის “დედაპლატას” ამ კოგნიტურ დისონანსზე ბოლი თუ აუვიდა, იმედია ამასაც ჩვენ არ დაგვაბრალებენ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.