პოლიტიკა

EBRD-ის მიდგომა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, უზრუნველყოფს, რომ დაფინანსება არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს, არამედ სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს გრძელვადიან მდგრადი განვითარების მიზნებთან – ექსკლუზიური ინტერვიუ

Business Insider Georgia-მ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურ დირექტორთან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა.

„2025 წელს საქართველოში EBRD-ის წლიური ინვესტიციების მოცულობა თითქმის 350 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც მოიცავს კერძო სექტორში განხორციელებულ 12 პროექტს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში“,  – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა, ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტიციები მოიცავს სექტორების მრავალფეროვან სპექტრს  ფინანსური ინსტიტუტებიდან და წარმოებიდან დაწყებული, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩათვლით  მზარდი წილით მწვანე პროექტების მიმართულებით.

„ფაქტობრივად, ბოლო წლებში ჩვენი კერძო სექტორის ინვესტიციების ნახევარზე მეტი მიმართული იყო კლიმატურ მდგრადობაზე, განახლებად ენერგიაზე და ენერგოეფექტიანობის ინიციატივებზე. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ დაფინანსება არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს, არამედ სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს გრძელვადიან მდგრადი განვითარების მიზნებთან.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 1992 წლიდან დღემდე, EBRD-მა ქვეყანაში 5.7 მილიარდ ევროზე მეტი დააბანდა 300-ზე მეტ პროექტში, რაც ბანკს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორად აქცევს“ აღნიშნა ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება – ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას

პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. როგორც ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.