პოლიტიკა

ყოფილი ევროკომისარი ხოაკინ ალმუნია: დღეს აშშ ჩვენი მტერია

ყოფილმა ევროკომისარმა ხოაკინ ალმუნიამ ესპანურ მედიასთან ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ევროპისთვის მთავარი მოკავშირიდან, მტრულ მოწინააღმდეგედ გადაიქცა, – ამის შესახებ “ანადოლუ” წერს.

„ევროპას ოდესღაც მოკავშირე ჰყავდა, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, აშშ ჩვენი მტერია“, – თქვა ალმუნიამ, ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „აშშ პროევროპულიდან ევროკავშირის საწინააღმდეგო პოზიციაზე გადავიდა – და ეს არა მხოლოდ ევროპელებს, არამედ, ამერიკელებსაც უნდა აშფოთებდეს“.

სააგენტოს ცნობით, ესპანურ რადიო „კადენა სერთან“ საუბრისას ალმუნიამ აღნიშნა, რომ საფრთხე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მომდინარეობს და არა მთლიანად ამერიკელი ხალხისგან. მიუხედავად ამისა, მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის ლიბერალურ დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში.

„ტრამპი ევროკავშირს თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და (რუსეთის პრეზიდენტს) ვლადიმერ პუტინს – მეგობრად. როდესაც აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტი ღიად უჭერს მხარს ულტრამემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს, რომლებსაც ტრამპი „პატრიოტულ პარტიებს“ უწოდებს, ეს ნამდვილად მაშფოთებს“. – აღნიშნა ხოაკინ ალმუნიამ.

ალმუნიასგან შექება დაიმსახურა ანტონიო კოშტამ ვაშინგტონის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კრიტიკისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპას, მიგრაციისა და ზედმეტი რეგულაციების გამო, „ცივილიზაციური წაშლა“ ემუქრება. თუმცა, ყოფილმა ევროკომისარმა ისიც აღნიშნა, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამო ბრიუსელის დუმილით. კერძოდ, მან შეშფოთება გამოხატა სხვა ევროპელი ლიდერების, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, დუმილის გამო ამ თემასთან დაკავშირებით.

ალმუნიამ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის რეაქცია ღაზაში განხორციელებულ გენოციდზე და თქვა, რომ მას აკლია თანმიმდევრულობა და სისწრაფე

. „თუ ჩვენ ვხედავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ჩვენ გადამწყვეტად უნდა ვუპასუხოთ. როგორც ევროპელებმა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც ასეთი პრინციპები ირღვევა – არ უნდა დავხუჭოთ თვალი და არ უნდა მოვძებნოთ გამართლება“. – ციტირებს ხოაკინ ალმუნიას სიტყვებს “ანადოლუ”.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.