პოლიტიკა

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ

აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა X-ზე ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან გაგზავნილ წერილზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ის, რაც გერმანიაში ახლა ხდება, აშშ-ისგან მკაფიო რეაგირებას მოითხოვს. 

რობერტ კენედი მიმართვაში ამბობს, რომ გერმანიაში ათასობით ექიმს და მათ ათასობით პაციენტს პანდემიის პერიოდში პირბადეების ტარების ან COVID-19-ის ვაქცინაციისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასჯელი ემუქრება. 

როგორც კენედი თავის წერილში ხსნის, გერმანია მიზნად ისახავს იმ ექიმების დევნას, რომლებიც თავიანთ პაციენტებს პირველ ადგილზე აყენებენ, ხოლო მოქალაქეებს სჯიან იმის გამო, რომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. მას მიაჩნია, რომ გერმანიის მთავრობა ახლა არღვევს პაციენტი-ექიმის ურთიერთობას და მას საშიში სისტემით ცვლის, სადაც ექიმები სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები ხდებიან. 

კენედი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შეიძლება ამ სისტემას მოჰყვეს. ის ამბობს, რომ ამ დროს ექიმი არა პაციენტის ჯანმრთელობაზე, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავს. მისი თქმით, „არცერთი დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და გამჭვირვალობაზე, არ უნდა წავიდეს ამ მიმართულებით. პაციენტებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, მიიღონ პირადი სამედიცინო გადაწყვეტილებები იძულების ან პოლიტიკური ზეწოლის გარეშე“. 

კენედი გერმანიის მთავრობას მიმართავს, რომ შეცვალოს ეს მიდგომა. შეწყვიტოს ეს დევნა, აღადგინოს უსამართლოდ ჩამორთმეული ლიცენზიები, შეწყვიტოს იმ ექიმების დასჯა, რომლებიც კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ და პატიოსნად ემსახურებოდნენ თავიანთ პაციენტებს და გერმანელ ხალხს მისცენ საშუალება, თავად მიიღონ ინფორმირებული სამედიცინო გადაწყვეტილებები.

„გერმანიიდან გავრცელებული ცნობები აჩვენებს, რომ მთავრობა უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ. სწორედ ამიტომ, პარასკევს წერილი გავუგზავნე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს. ჩემს წერილში მკაფიოდ განვაცხადე, რომ გერმანიას აქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, შეცვალოს ეს მიმართულება, აღადგინოს სამედიცინო ავტონომია, დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაიცვას ის უფლებები, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს ქმნის“, – დაწერა მან X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.