Uncategorized

Time: ირანში საპროტესტო აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

თეირანში, ირანის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად, მასობრივი საპროტესტო აქციების სულ მცირე 217 მონაწილე დაიღუპა. ინფორმაცია ჟურნალს Time ადგილობრივმა ექიმმა ანონიმურობის პირობით გაუზიარა.

მისი თქმით, 217 მომიტინგის დაღუპვა ირანის დედაქალაქის 6 საავადმყოფოში დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც გამოცემის რესპონდენტმა აღნიშნა, 9 იანვარს ხელისუფლებამ დაღუპულთა ცხედრები საავადმყოფოებიდან გაიტანა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტებმა ეს მონაცემები დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმეს.

თავის მხრივ BBC თეირანში მომუშავე მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ დედაქალაქის საავადმყოფოები დაჭრილებითა და დაღუპულთა ცხედრებით არის გადავსებული.

საპროტესტო აქციები თეირანში ორი კვირის წინ, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დაიწყო. მას შემდეგ გამოსვლები ირანის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ ასობით მომიტინგე დაიღუპა ან დაშავდა, კიდევ უფრო მეტი კი დაკავებულია. ვრცელდება ცნობები დაღუპული სამართალდამცველების შესახებაც.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა”

პოლიტიკა

დააკავეს გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, რომელსაც სახელმწიფო ღალატის შემცველი ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება და სახელმწიფო ღალატის მცდელობა ედება ბრალად

პოლიტიკა

კახა წიქარიშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას არაკანონიერს აკეთებს და იციან, კამერა უყურებს, შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, არცერთი მათგანი კამერისკენ არ იყურება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.