პოლიტიკა

ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც BBC – ის ფილმში “კამიტის კვლევის” ავტორად არის მითითებული, სოცმედიაში ჩუჩის გადაწევის საკითხებზე სასწავლო ვიდეოს ავრცელებს

„შეიძლება თუ არა ჩუჩის გადაწევა?“ – საზოგადოებას ამ კითხვით მიმართავს კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC – ის ფილმში “კამიტის კვლევის” ავტორად არის მითითებული და პედიატრი ძმები ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებენ. 

„ჩუჩის ძალისმიერი გადაწევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ დროს, შეიძლება დაზიანდეს მიმდებარე ქსოვილები, გამოვიწვიოთ სისხლდენა, მეორადი შეხორცების უბნები და ამ შემთხვევაში უკვე ნამდვილად შეიძლება დაგვჭირდეს ჩარევა.  ასევე უნდა ვთქვათ, რომ ნაზი გადაწევა, ანუ, სადამდეც კანი გაგვიშვებს შესაძლებელია და ამ დროს შეგვიძლია ჩვენ ირგვლივ გავწმინდოთ როდესაც ჩავბანთ ბავშვს. 

ზოგადად ჩუჩის გადასვლის დრო არის ძალიან ინდივიდუალური. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში თითქმის მხოლოდ 5%-ში შეიძლება გადავიდეს. ერთი წლის შემდეგ დაახლოებით 50%-ში, ხოლო 3 წლამდე დაახლოებით 90%-ში შეიძლება გადავიდეს ჩუჩა. ოღონდ დავიმახსოვროთ, ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური და უფრო მოზრდილ ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს ფიზიოლოგიური  ფიმოზი“- ნათქვამია ვიდეოში. 

ასევე, საზოგადოებას მიმართავენ, კომენტარებში დაუწერონ, „თქვენს შვილს როდის გადაუვიდა ჩუჩა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.