უცხოური მედია

Fox Business: დონალდ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის პოსტზე BlackRock-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან რიკ რიდერთან გასაუბრებას გამართავს. კანდიდატებს შორის რიდერი მთავარი ფავორიტია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირას კომპანია BlackRock-ის გლობალური ფიქსირებული შემოსავლის მიმართულების მთავარ საინვესტიციო ოფიცერ რიკ რიდერთან გასაუბრებას გამართავს, რათა სავარაუდოდ ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ახალ თავმჯდომარედ დანიშნოს. ინფორმაციას Fox Business-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, რიდერთან ინტერვიუ ხუთშაბათს თეთრ სახლში გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან ტრამპი, ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი, ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დენ სკავინო.

წყაროების ინფორმაციითვე, ეს იქნება მეოთხე და ბოლო გასაუბრება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის შემცვლელად განიხილებიან, რომლის თავმჯდომარეობის ვადაც 15 მაისს იწურება. 

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი არჩევანს იანვარში გააკეთებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.