უცხოური მედია

ამერიკული მედია: ფორდის ქარხნის თანამშრომელი, რომელიც ტრამპის „პედოფილის დამცველად“ მოხსენიებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, „არ ნანობს“ პრეზიდენტის „შერცხვენას“

ფორდის ავტომობილების ქარხნის თანამშრომელმა, რომელიც მიჩიგანში, ქარხანაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს, თეთრი სახლის ლიდერის „პედოფილის დამცველად“ მოხსენიებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ „არ ნანობს“. ინფორმაციას Fox Business-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 40 წლის ტიჯეი საბულას შეძახილს ტრამპის მხრიდან შუა თითის ჩვენება მოჰყვა. TMZ-ის მიერ მოპოვებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოს თანახმად, პრეზიდენტმა ორჯერ წარმოთქვა უხეში შეურაცხმყოფელი სიტყვა და რეპლიკის ავტორს შუა თითი უჩვენა. 

საბულამ განაცხადა, რომ მოგვიანებით იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს ინციდენტის შიდა გამოძიების დასრულებამდე, მაგრამ მას „არანაირი სინანული“ არ აქვს.

„რაც შეეხება მის შეურაცხყოფას, ნამდვილად არ ვნანობ“, – განუცხადა საბულამ The Washington Post-ს. მისი თქმით, ტრამპისგან დაახლოებით 60 ფუტის დაშორებით იდგა და პრეზიდენტს მისი ხმა „ძალიან, ძალიან, ძალიან ნათლად“ ესმოდა.

როგორც საბულა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ღელავს თავისი სამსახურის ბედის გამო, მიაჩნია, რომ „პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნე“ გახდა, ვინაიდან „ტრამპი მეგობრების წინაშე შეარცხვინა“.

„არ მგონია, ბედი ხშირად გაძლევდეს ასეთ შანსს, და როცა გაძლევს, უნდა შეძლო მისი გამოყენება. ვფიქრობ, რომ დღეს ეს შევძელი,“ – განაცხადა მან.

როგორც TMZ წერს, „ფორდის ქარხნის თანამშრომლის აღნიშნული შეძახილი აშკარად უკავშირდება ტრამპის კავშირს გარდაცვლილ, ნასამართლევ პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან, ასევე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ე.წ. „ეპშტეინის ფაილების“ ნელი ტემპით გამოქვეყნებას“.

ამავე გამოცემის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ე.წ. „ეპშტეინის ფაილების” გამოქვეყნების უკიდურესად ნელი ტემპი ონლაინსივრცეში ზოგიერთისთვის საფუძველია ივარაუდოს, რომ პრეზიდენტი ზეწოლას ახდენს იუსტიციის დეპარტამენტზე, რათა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია დაიმალოს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო ნებისმიერი სახის დანაშაული და კვლავ იმეორებს თავის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ეპშტეინმა მისი რამდენიმე მასაჟისტი გადაიბირა“, – აღნიშნავს TMZ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.