უცხოური მედია

POLITICO: ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს

ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შექმნას განიხილავს – ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პარიზისა და რომის ინიციატივის შემდეგ, ამ გავლენიან თანამდებობაზე წამყვან პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს ასახელებენ.

გამოცემის ცნობით, ევროპის მთავრობები ზეწოლას ახდენენ ევროკავშირზე, რათა დანიშნოს მომლაპარაკებელი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მათ ინტერესებს წარმოადგენს, რადგან შიშობენ, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან შეთანხმებას მათ ზურგს უკან მიაღწევს. გეგმის მხარდამჭერებმა, მათ შორის, საფრანგეთმა და იტალიამ, უკვე მოიპოვეს მხარდაჭერა ევროკომისიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ამ პოსტის შექმნისთვის, – განუცხადა POLITICO-ს სამმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა, რომლებმაც მიმდინარე კონსულტაციებზე საუბრის გამო, ანონიმურობა მოითხოვეს.

ისინი ამბობენ, რომ ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შეინარჩუნოს თავისი წითელი ხაზები, როგორიცაა უკრაინის პოტენციური მომავალი წევრობა ნატოში, თუ ევროკავშირს მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი ექნება. „ეს უპრეცედენტო ნაბიჯი მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს იმ მხრივ, თუ როგორ ჩაერთვება ევროპა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით წარმოებულ ორმხრივ მოლაპარაკებებში და ეს ხდება მაშინ, როდესაც კონტინენტი ცდილობს აჩვენოს, რომ მზადაა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ნებისმიერ შეთანხმებაში, რომელიც ოთხწლიან ომს დაასრულებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ბოლო კვირების განმავლობაში გააერთიანეს ძალები, რათა მოუწოდონ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო გარემოცვას, დიპლომატიური არხების გახსნისკენ, მაშინაც კი, როდესაც თეთრი სახლის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია.” – წერს POLITICO.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.