Uncategorized

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ერი-სახელმწიფოების მოდელი მუდმივად იარსებებს. შეიძლება არ იყოს ასე. ამიტომაცაა აუცილებელი საიმედო თავშესაფრის პოვნა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ერი-სახელმწიფოების მოდელმა მუდმივად არ იარსებოს, ამიტომაც, პატარა ერებისთვის აუცილებელია საიმედო თავშესაფრის პოვნა.

მისი თქმით, სწორედ ასე იქცევა ისლანდია და ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს, რადგან პატარა ერები, ტურბულენტურ სამყაროში, “ძლიერი და წარმატებული ალიანსის” წევრობით უნდა გადარჩნენ.

“ისლანდია აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ფაქტია, რომ პატარა ერები თავშესაფარს ეძებენ ამ ტურბულენტურ სამყაროში. გადარჩებიან, ვინც ძლიერი და წარმატებული ალიანსის წევრები იქნებიან. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ერი-სახელმწიფოების მოდელი (რომელიც მოდერნულობის მოვლენაა) მუდმივად იარსებებს. შეიძლება არ იყოს ასე. ამიტომაცაა აუცილებელი საიმედო თავშესაფრის პოვნა. დემოგრაფიული ტენდენცია, ბუნებრივი კატაკლიზმები და ტექნოლოგიური რევოლუცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ბევრი ერი-სახელმწიფოს არსებობას.” – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

Screenshot
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.