სამართალი

მარიზ კობახიძე- ჩვენი პატიმრები არ გამოუშვეს, რადგან შეწყალება არ მოითხოვეს. ყაველაშვილს არ ვაღიარებთ, რადგან ის არის ქოცების პრეზიდენტი

დღეს მოვედით და შევხვდით პატიმრებს, ვინც გამოდიოდა ციხიდან. რამდენიმემ გვიპასუხა, რამდენიმე წავიდა უპასუხოდ და მივხვდით, რომ გამოუშვეს ის პატიმრები, ვინც ყაველაშვილს სთხოვა შეწყალება.,- განაცხადა ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი პატიმრის დედამ, მარიზ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, აქციის დროს დაკავებული პირები არ აღიარებენ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს და შესაბამისად, შეწყალებასაც არ მოითხოვენ.

„ყველა პატიმარმა თქვა, რომ წუხელ ვიცოდით, რომ გამოვიდოდითო, რადგან შეწყალება ჰქონდათ თურმე დაწერილი. ზოგს დარჩენილი ჰქონდა 9 თვე, ზოგს 24 თვე, ზოგს 2 თვე. ამიტომ მივხვდით- ისედაც კარგად ვიცით, რომ ჩვენი პატიმრები არასდროს არცერთხელ არ დათანხმებულან შეწყალებას იმიტომ, რომ არაფერი დაუშავებიათ. მე არც იმათ განვიკითხავ იმიტომ, რომ უნდოდათ და დაწერეს შეწყალება. ჩვენები რომ არ დაწერდნენ, ვიცოდით ისედაც. ამიტომ მივხვდით, რომ რადგანაც შეწყალება არ მოითხოვეს, არ გამოუშვეს. თვითონაც განაცხადეს, რა ეგონათ, რომ არ დაწერეს შეწყალება და არ აღიარებენ ყაველაშვილსო.

ყაველაშვილს არ ვაღიარებთ, რადგან ის არის ქოცების პრეზიდენტი, ის არ არის ქართველების პრეზიდენტი და ქოცობა დღეს ყველაზე დიდი სირცხვილია ამ ქვეყანაში,-აცხადებს მარიზ კობახიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.