უცხოური მედია

როიტერი: ინდოეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ავტომობილებზე ტარიფებს 40%-მდე შეამცირებს

ინდოეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ავტომობილებზე ტარიფებს 110%-დან 40%-მდე შეამცირებს,-წერს “როიტერი” წყაროებზე დაყრდნობით. როიტერს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა დათანხმდა დაუყოვნებლივ შეამციროს გადასახადი 27-ქვეყნიანი ბლოკიდან შეზღუდული რაოდენობის ავტომობილებზე, რომელთა იმპორტის ფასი 15 000 ევროს (17 739 აშშ დოლარი) აღემატება.

გამოცემის თქმით, სავარაუდოდ, ინდოეთი და ევროკავშირი სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, რის შემდეგაც დეტალები საბოლოოდ დამუშავდება და მოხდება შეთანხმების რატიფიცირდება.

შეთანხმებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ორმხრივი ვაჭრობა და ხელი შეუწყოს ინდოეთის ექსპორტს, მათ შორის ტექსტილისა და სამკაულების, რომლებზეც აგვისტოს ბოლოდან აშშ-მა 50%-იანი ტარიფები დააწესა.

იმპორტის დაბალი გადასახადები ხელს შეუწყობს ევროპულ ავტომწარმოებლებს, როგორიცაა Volkswagen, Renault და Stellantis, ასევე პრემიუმ-ბრენდებს Mercedes-Benz-სა და BMW-ს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები ინდოეთში უკვე აწარმოებენ ავტომობილებს, მათ ზრდა შეზღუდული ჰქონდათ, ნაწილობრივ სწორედ მაღალი ტარიფების გამო. დაბალი გადასახადები საშუალებას მისცემს ავტომწარმოებლებს, უფრო იაფად გაყიდონ იმპორტირებული ავტომობილები და უფრო ფართო მოდელური ხაზით გამოსცადონ ბაზარი, სანამ ადგილობრივ წარმოებაში უფრო დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ, -განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.