Uncategorized

სანდრო მამუკელაშვილი „იუტასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა🏀

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველი კალათბურთელის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „იუტა ჯაზი“ 107:100 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 30 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან 20 ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა. „ტორონტო“ 30 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 5 თებერვალს „მინესოტასთან“ გამართავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა