სამართალი

პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა, ხოლო 15 პირს ბრალი წარედგინება, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს – პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია, – ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.

„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე), მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე, მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა, მეტსახელად „ჯვარსკი“, Tavისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ.„ქურდული გადაწყვეტილებები. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.