უცხოური მედია

მარკო რუბიო – თუ ირანელებს შეხვედრა სურთ, ჩვენ მზად ვართ. თუ გადაიფიქრეს, ამას ჩვენც დავეთანხმებით. მაგრამ ჩვენ შეხვედრას და საუბარს ვამჯობინებთ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ბიჭებთან შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვეცდებით, გავარკვიოთ

ირანელ კოლეგებთან პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა თუ იქნება, შეერთებული შტატები ამისთვის ღია იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

რუბიოს განცხადებით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანულ მხარესთან შესახვედრად მზადაა. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლოს.

„თუ ირანელებს შეხვედრა სურთ, ჩვენ მზად ვართ. მათ გამოთქვეს შეხვედრისა და საუბრის სურვილი. თუ გადაიფიქრეს, ამას ჩვენც დავეთანხმებით. მაგრამ ჩვენ შეხვედრას და საუბარს ვამჯობინებთ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ბიჭებთან შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვეცდებით, გავარკვიოთ. ვერ ვხედავთ რაიმე საზიანოს იმის გარკვევაში, შესაძლებელია თუ არა რამის გაკეთება. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ნებისმიერ კონფლიქტს ან ნებისმიერ გამოწვევას ყოველთვის მშვიდობიან შედეგს ამჯობინებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ამასთან, მარკო რუბიოს თქმით, იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რეალური შედეგი დადოს, მხარეებმა ირანის ბირთვული პროგრამის გარდა, ბალისტიკური რაკეტების სპექტრი, რეგიონის მასშტაბით ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი და ირანელი ხალხის მიმართ მოპყრობა უნდა განიხილონ.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს, სავარაუდოდ, ომანში გაიმართება. „აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანის თხოვნას დაეთანხმა და მოლაპარაკებები, თურქეთის ნაცვლად, ომანში გაიმართება. გავრცელებული ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, შეუერთდებიან თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნები ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.