უცხოური მედია

წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტი: TikTok-მა ევროკომისიას აცნობა, რომ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება გამარჯვებული კანდიდატის, ჯორჯესკუს მხარდასაჭერად რუსეთთან კოორდინირებული კამპანიის შესახებ – კამპანია სხვა რუმინული პარტიის მიერ იყო დაფინანსებული

ახალი, გამოუქვეყნებელი დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომლებმაც რუმინეთის სასამართლოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება გადააწყვეტინა, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტი (რესპუბლიკელები), X-ზე წერს.

როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშშია აღნიშნული, TikTok-მა ევროკომისიას აცნობა, რომ მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდასაჭერად რუსეთიდან კოორდინირებული კამპანიის შესახებ.

“TikTok-მა ევროკომისიას აცნობა, რომ რომ მან ვერ აღმოაჩინა ვერანაირი მტკიცებულება რუსეთთან კოორდინირებული კამპანიის შესახებ, რომელიც გამარჯვებული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდაჭერას ისახავდა მიზნად – ეს იყო რუმინეთის ხელისუფლების მიერ წამოყენებული მთავარი ბრალდება – და ამ დასკვნის შესახებ ხელისუფლებასაც შეატყობინა.
ამის შემდეგ, საჯარო გამოძიებებმა აჩვენა, რომ ე.წ. რუსული TikTok-კამპანია, სინამდვილეში დაფინანსებული იყო სხვა რუმინული პოლიტიკური პარტიის მიერ.” – აღნიშნავს წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტი (რესპუბლიკელები).

როგორც ცნობილია, ანგარიშში, სათაურით “უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში”, ასევე საუბარია ევროკომისიის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე, რათა, რამდენიმე ქვეყანაში, პლატფორმებს არჩევნების წინ მკაცრი ცენზურა დაეწესებინათ კონტენტზე.

“2023-დან 2025 წლამდე ევროკომისია ჩართული იყო პლატფორმებთან და მათზე ზეწოლას ახდენდა, რათა ეროვნული არჩევნების წინ მკაცრად დაეცენზურებინათ კონტენტი მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში. გასაკვირი არ არის, რომ ევროკომისია კიდევ უფრო აგრესიული იყო 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ, სადაც ძალაუფლების ცვლილებას შეეძლო თანამდებობებიდან ჩამოეცილებინა ევროკავშირის გლობალური ცენზურის კამპანიის არქიტექტორები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ – ყოველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება – ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას

პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. როგორც ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.