პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ბოჟო კოვაჩევიჩი ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს მიმართ მეგობრულ ჟესტად აფასებს

ხორვატიულ სატელევიზიო არხზე “Nova TV” გავიდა სიუჟეტი ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, სათაურით: „პრეზიდენტი მილანოვიჩი პრეზიდენტ ყაველაშვილის მიწვევით საქართველოს ეწვევა- ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება“.

საინფორმაციო გამოცემის მიხედვით, პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი წლის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ამზადებს. იგი საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიწვევით მიემგზავრება. 

ამ საკითხზე საუბრისას, დიპლომატი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ბოჟო კოვაჩევიჩი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულების გამოვლინებაა. 

„პრეზიდენტ მილანოვიჩის ამ ვიზიტს საქართველოს მიმართ მეგობრულ ჟესტად მივიჩნევ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშაა, რადგან მან უარი თქვა რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებაზე“, – განმარტავს საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი ბოჟო კოვაჩევიჩი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.