პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის, რადგან მათ თვითმიზანს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა წარმოადგენს და არა რეფორმების მიზანი

x

იმედის ეთერში გამართულმა დებატებმა აჩვენა სხვაობა არაპროფესიულ და პროფესიულ მსჯელობას შორის. პრემიერი და განათლების მინისტრი ყურადღებას ამახვილებდა სისტემურ ცვლილებებზე, ინსტიტუციურ მოწყობასა და გრძელვადიან შედეგებზე – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპონენტთან გამოსვლები იყო დაშლილი და თემატურად გაფანტული. მათ ვერ შეძლეს საკუთარი კრიტიკის ჩამოყალიბება ერთიან, თანმიმდევრულ პოზიციად და ვერ წარმოადგინეს მკაფიო ალტერნატიული ხედვა.

მისი შეფასებით, დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირ

ებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის. „ იმედის ეთერში გამართულმა დებატებმა აჩვენა სხვაობა არაპროფესიულ და პროფესიულ მსჯელობას შორის. საუბარი განათლების რეფორმას შეეხებოდა, თუმცა დისკუსიის მიმდინარეობამ წარმოაჩინა, რომ ყველა მონაწილე ერთსა და იმავე სიღრმეზე არ იმყოფებოდა. პრემიერი და განათლების მინისტრი ყურადღებას ამახვილებდა სისტემურ ცვლილებებზე, ინსტიტუციურ მოწყობასა და გრძელვადიან შედეგებზე. მათი არგუმენტაცია აგებული იყო კონკრეტულ მიმართულებებზე და რეფორმის ლოგიკის ახსნაზე. ამის საპირისპიროდ, ოპონენტების გამოსვლები დაშლილი და თემატურად გაფანტული იყო. მათ საკუთარი პოზიცია და კრიტიკა ვერ ჩამოაყალიბეს როგორც ერთიანი, თანმიმდევრული პოზიცია. საყურადღებო იყო ისიც, რომ განათლების სფეროს სახელით წარმოდგენილმა კრიტიკოსებმა ვერ წარმოადგინეს მკაფიო ალტერნატიული ხედვა, რა უნდა შეიცვალოს, როგორ და რა შედეგს მოიტანს ეს ცვლილება. დისკუსია ხშირად გადადიოდა პარალელურ თემებზე, რაც ართულებდა უშუალოდ განათლების პოლიტიკის არსის განხილვას. ამგვარად, დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის, რადგან მათ თვითმიზანს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა წარმოადგენს და არა რეფორმების მიზანი და შინაარსობრივი ნაწილი.“- წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.