“შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების დეფიციტია და ხელმისაწვდომობა არის შემცირებული, ეს იმ საპოლიციო ღონისძიებების შედეგია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორების მიმართ იყენებს,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გადაცემაში “დებატები” განაცხადა.
შს მინისტრმა უპასუხა იაგო ხვიჩიას , რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთ წელიწადში 2500 ნარკორეალიზატორის დაკავება კითხვას ბადებს, ხომ არ იჭერენ ამ მუხლით არა რეალიზატორებს, არამედ მომხმარებლებსაც.
„მოხმარების შემთხვევაში, პირველადი ადმინისტრაციული ჯარიმაა, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ძალიან ჰუმანურია საქართველოს პროკურატურა და ასეთ შემთხვევაში იშვიათად იყებნებს აღკვეთის სახით პატიმრობას. ბ-ნო იაგო, თქვნ ბრძანეთ, 2500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს. იურისტი ბრძანდებით და კარგად იცით, რომ რეალიზაციას შეასაბამისი მტკიცებულებები სჭირდება. თუნდაც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელზეც შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ, ეს არის საკონტროლო შეყიდვა, სხვანაირად, პროკურატურა რეალიზაციის მუხლით პასუხისგებაში ვერ მიცემს“,-განაცხადა მან.
გეკა გელაძე ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებსაც შეეხო. მისი თქმით, ამ ცვლილებებმა საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო.
„კოდექსს დაემატა რეალიზაციაში ხელშეწყობა. 2500-ზე მეტი, რასაც შს სამინიტრო აცხადებს, ეს ზუსტად ის ადამიანები არიან, სადაც მტკიცებულებების სახით არსებობს საკონტროლო შესყიდვები და ასე შემდეგ, რაზეც ვისაუბრე“,-განაცხადა მან.











