პოლიტიკა

მარიზი კობახიძე: თუ მოვლენ 9 აპრილის მემორიალთან, მოვიდნენ დაცვის გარეშე, ჩვენ შეიარაღებული ვართ მხოლოდ სიტყვით

ყოველთვის მივდიოდი ცხრა აპრილს მემორიალთან, ღამე შეიძლება, არ ვრჩებოდი, მაგრამ მივდიოდი და მიმქონდა ყვავილები იმიტომ, რომ მე ცხრა აპრილის მონაწილე ვარ და ვიცი, იქ რაც მოხდა,-ამის შესახებ ოპოზიციონერმა აქტივისტმა მარიზი კობახიძემ ტვ-პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, წელს, 9 აპრილს მემორიალთან იქნება, თუმცა წინა წლისგან განსხვავებით, ამჯერად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლას არ დაუშლის.

„შარშანდელისგან განსხვავებით, არ ვფიქრობთ, რომ „არ მოგიშვებთ“ თითის ქნევით. არა, ჩვეულებრივად, ჩვენ გავათენებთ ღამეს, პატივს მივაგებთ, შემდეგ დილით გაიმართება პარაკლისი. მოვიდნენ, მოვიდნენ, აბა ვნახოთ, თუ მოვლენ, თუმცაღა მათ მართლა არ აქვთ მოსვლის მორალური უფლება, რადგან მათ 37 წლის შემდეგ გაიმეორეს 9 აპრილი, ოღონდ გაიმეორეს ქართველის ხელით. მათ დატოვეს დაბრმავებული ბავშვი- გომური. დაბრმავებულია ალექსი თირქია, რომელიც დღეს საფრანგეთში წავიდა, რომ ოპერაცია დაასრულოს.

რისთვის მოდიან მემორიალთან? მაშინ რუსის ჯარმა დაგვჩეხა ნიჩბებით, წელს ქართველმა პოლიციელებმა. მაშინ თუ იყო ხუნტა, ახლაც არიან ხუნტის წარმომადგენლები ესენი.

თუ მოვლენ, მოვიდნენ დაცვის გარეშე. ჩვენ არ ვართ იქ შეიარაღებული, ჩვენ სიტყვით ვართ შეიარაღებული და აბა გაბედონ, მოვიდნენ დაცვის გარეშე. არ ყოფილა არცერთი ხელისუფალი, რომელიც პროტესტანტებტან არ გამოსულიყო. გახარიაც კი გამოვიდა მიუხედავად იმისა, წინა დღეს რაც ჩაიდინა. ამიტომ არიან ესენი მშიშრები და ვნახოთ, დაველოდოთ“,-აცხადებს მარიზი კობახიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.