Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია. ჩვენ საბჭოთა მოსკოვს არ ვუჩუმდებოდით და როგორმე ახლა ბრიუსელს არ გავუჩუმდებით

როდესაც ხდება ჩვენზე თავდასხმა, ჩვენ ვპასუხობთ. როდესაც კრემლის პოლიტიკის გამტარებლებს, პრორუსულს და ა.შ. გვეძახიან, ამაზე ყველა მიიღებს პასუხს. ისინი რომ გამოგონილ ბრალდებებს გვიყენებენ, ჩვენ არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა კითხვას – ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებთ, ეს დიალოგის რამდენად სწორი ფორმაა?

პაპუაშვილის თქმით, ვისაც ჰგონია, რომ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას „ურტყას“ და ამაზე სიჩუმეს მიიღებს, საქართველოს ისტორია არ სცოდნია.

„არაერთხელ უსაუბრია ამაზე პრემიერსაც, რომ როდესაც ერთხელ ევროკავშირის ერთ-ერთმა ელჩმა დაიჩივლა, რომ ხდება რიტორიკული თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე, მაშინ შესთავაზა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გაჩერდება და შევხედოთ ვინ დაიწყებს. მართლაც გავჩერდით, ეს რამდენიმე კვირა გაგრძელდა და პირველი თავდასხმა წამოვიდა იქიდან. აქ თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და ჩვენ გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია. ჩვენ საბჭოთა მოსკოვს არ ვუჩუმდებოდით და როგორმე ახლა ბრიუსელს არ გავუჩუმდებით, ახლახან აღვნიშნე 1978 წლის მოვლენები, როდესაც ყველა რესპუბლიკამ საკუთარ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ მშობლიური ენა არის სხვა ენებთან თანაბარი, ეს საქართველომ გააპროტესტა. თუ ჰგონიათ იუკნევიჩიენებს და კაია კალასებს, რომ პრორუსებს დაგვიძახებენ, რაღაცებს დაგვაბრალებენ და ჩვენ გავუჩუმდებით, ზუსტად მათ უნდა იცოდნენ კარგად (ბალტიის ქვეყნებიდან არიან და ამდენი უნდა იცოდნენ) რომ არ გავუჩუმდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.