პოლიტიკა

ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ

გია ხუხაშვილის თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ მიხეილ სააკაშვილი ბევრად ადეკვატურია, ვიდრე ზოგიერთი სხვა წევრი. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მანვე ოპოზიციის ალიანსზე თქვა, რომ ის ძალიან ტოქსიკურია და არანაირ გაერთიანებას არ წარმოადგენს.

„მიშა ბევრად უფრო ადეკვატურია ახლა ვიდრე მაგალითად ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილი განსაკუთრებული შემთხვევაა. წყევლაზე გადავიდა. საერთოდ ქართულ პოლიტიკაში ეგეთი ფენომენი მე არც გამიგია. ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ და თან მაღალ მატერიებს და ინტელექტუალურ, რაღაც განსაკუთრებულ მონაცემებზე აქვს პრეტენზია, წარმოუდგენელია. ასეთი ფენომენები გაჩნდნენ და მათ უნდათ დროშა აწიონ. რა დროშა უნდა აწიონ, ვერ გავიგე. ნახევარი საქართველო დასცინის ალბათ ხო იმიტომ, რომ რაღაც საოცრებები ხდება. რაც შეეხება ამ ალიანსს- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ტოქსიკურია. ეს არ არის რაღაც გაერთიანება, რეალურად ეს არ არის არანაირი ალიანსი. ხელოვნურად კბილებით რომ რაღაცა უჭირავთ რაღაცის გამო, აი ძალიან მძიმე ოჯახები რომ არის, ცოლ-ქმარი ყოველდღე ერთმანეთს რომ უთაქუნებენ თავში, შვილებიც რომ არ ჰყავთ და რაღაც საერთო ანგარიში აქვს და იმ ანგარიშს ეპოტინება ორივე. აი დაახლოებით ეს სიტუაციაა და როგორ შეიძლება ახლა ასეთ ალიანსებს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.