პოლიტიკა

საუდის არაბეთმა უარი თქვა მეტროპოლიტენ-ოპერისთვის 200 მილიონი დოლარის გამოყოფაზე აშშ-სა და ირანის კონფლიქტის გამო

ამერიკის წამყვანი საოპერო თეატრი, რომელიც მწვავე ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. მეტროპოლიტენ-ოპერა ვეღარ მიიღებს მილიონობით დოლარს, რომელიც მანამდე საუდის არაბეთთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში იყო დაპირებული.

ხელშეკრულების თანახმად, საუდის არაბეთს მომდევნო რვა წლის განმავლობაში თეატრისთვის 200 მილიონ დოლარამდე უნდა გადაერიცხა. ასევე იგეგმებოდა, რომ მეტროპოლიტენ-ოპერის დასი ყოველწლიურად სამკვირიანი საგასტროლო ტურნეთი ეწვეოდა ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანას.

საუდელმა პარტნიორებმა შეთანხმების გაწყვეტა იმ ეკონომიკური ზიანით ახსნეს, რომელიც ქვეყანამ ირანთან სამხედრო კონფლიქტის გამო განიცადა. „ისინი მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და მეტროპოლიტენ-ოპერასთან შეთანხმება მათ გეგმებში აღარ შედის“, — განუცხადა NYT-ს ნიუ-იორკის თეატრის გენერალურმა დირექტორმა პიტერ გელბმა.

იანვარში მეტროპოლიტენ-ოპერამ პრევენციული ზომის სახით გამოაცხადა დათხოვნების სერიის, ხელფასების შემცირებისა და დადგმების რაოდენობის შეკვეცის შესახებ, იმ შემთხვევისთვის, თუ საუდის მხარე უარს იტყოდა დაფინანსებაზე. გელბის თქმით, გარიგების ჩაშლის შემდეგ თეატრი 30 მილიონი დოლარის ბიუჯეტის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, რომლის დაფარვაც ფინანსური წლის დასრულებამდე, 31 ივლისამდეა საჭირო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ – ყოველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება – ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას

პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. როგორც ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.