ეკონომიკა

„ნიკორა სუპერმარკეტი”: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე – უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე

„ნიკორა სუპერმარკეტი”, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების – „გუდვილის” და „დეილი ჯგუფის” მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახებ იუწყება, რაც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

როგორც „ნიკორა სუპერმარკეტი” აცხადებს, მომხმარებელი, უახლოეს დღეებში დახლებზე კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს იხილავს.

„„მეტი ხელმისაწვდომობა ყოველდღიურ პროდუქტებზე“ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ ახლოს იმ საჭიროებებთან, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მომხმარებელს. ვაკვირდებით მიმდინარე გარემოს და ვრეაგირებთ მყისიერად, რათა თქვენი ყოველდღიური სტუმრობა ნიკორაში იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი. ამ მიდგომის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე – იმაზე, რაც ყველაზე ხშირად მოხმარებადია. უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე თქვენ ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე. ჩვენს ინტერესებზე მაღლა ყოველთვის ვაყენებთ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს, სწორედ ამიტომ ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას და მუდმივად ვრჩებით თქვენთან უფრო ახლოს. მუდამ თქვენთან – “ნიკორა სუპერმარკეტი”” – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.