პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პრემიერის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში, საქართველოს შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი განცხადებით, სამიტი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია პარტნიორებს წარუდგინოს ქვეყნის შესახებ რეალური სურათი და უპასუხოს კრიტიკულ განცხადებებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამიტში ჩვენი პრემიერის ჩართულობა, რადგან მას ეძლევა საშუალება მედიიდან და ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერისგან წამოსულ კრიტიკულ, ზოგჯერ დეზინფორმაციის შემცველ განცხადებებს, პირადად დაუპირისპიროს ამ დეზინფორმაციის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას. ერთია, როდესაც ისმენენ, მაგალითად, კაია კალასისგან ბრალდებებს, და მეორეა, როდესაც საქართველოს პრემიერი ფაქტებზე, ციფრებსა და ქვეყნის ბოლო პერიოდის განვითარებაზე დაყრდნობით აჩვენებს რეალურ სურათს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მონაწილეობა ამ სამიტში. დიალოგი არის გახსნილი პლატფორმა, სადაც ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი არგუმენტები. ამ თვალსაზრისით, მიუღებელია ევროკავშირის მხრიდან დიალოგის ფორმატების შეზღუდვა. ეს სამიტი კი ნაწილობრივ ამსხვრევს ამ ჩაკეტილობას, თანაც უფრო ფართო მასშტაბით, რადგან აქ მონაწილეობენ არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები, არამედ სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად, კანადა. კანადის ჩართულობა მიუთითებს, რომ ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემები საბოლოოდ ყველა სახელმწიფოს ეხება. სწორედ ამიტომ არის დაინტერესებული კანადა, რომ ჩართული იყოს იმ დისკუსიებსა და დებატებში, რომლებიც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს, რადგან ეს პროცესები ადრე თუ გვიან მასზეც მოახდენს გავლენას,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.