პოლიტიკა

მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა

თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც LGBTQ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვთ, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს. წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“. 

„2026 წლის 16-21 ივნისს ჩვენ ვიკრიბებით საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, დისკუსიებზე, კინოჩვენებებზე, კულტურულ აქტივობებსა და სოლიდარობის სივრცეებში, ამ გამოშვების მთავარი გზავნილის ირგვლივ: „სიყვარული ქმნის. კანონი იცავს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში LGBTQI+ პირების ხილვადობის გაზრდა და მათთვის სამართლებრივი აღიარებისა და დაცვის აუცილებლობაზე ხაზგასმა. ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა დროშის აღმართვის ცერემონიითა და საერთაშორისო პარტნიორების მისასალმებელი სიტყვით. ღონისძიება ეძღვნებოდა საჯარო სივრცეში არსებულ ჰომოფობიურ გამოსვლებსა და ჟესტებს. ასევე, შედგა ექსპერტების, აქტივისტებისა და ორგანიზაციების შეხვედრა რეგიონში LGBTQ+ უფლებების განსახილველად. ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს მოთხოვნა ოჯახების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

ვრცელდება კადრები, რომ მოლდოვის პრაიდის ღონისძიებების ფარგლებში, კიშინეუს ცენტრში სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა, რომელიც კანონით მოლდოვაში კვლავ აკრძალულია. 

ამასთან, სოციალისტების ოპოზიციურმა პარტიამ 20 ივნისს „ოჯახის მარში“ ჩაატარა, რომელშიც მედიის ცნობით, 3,5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მისი პარტია „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.